1. ზოგადი დებულებანი
1.1.აქციის ორგანიზატორია შპს „დიპლომატ ჯორჯია“ (ს/კ 204557121), მის: საქართველო, ქ. თბილისი, სამგორის რაიონი თენგიზ ჩანტლაძის ქ. I შესახვევი # 10.
1.2.აქციის დასახელება: «Pringles» (შემდგომში ტექსტის მიხედვით – „აქცია“).
1.3.აქციის ჩატარების ტერიტორია – საქართველო. აქცია მოქმედებს საქართველოს ყველა მაღაზიასა თუ სხვა სახის სავაჭრო ობიექტში, რომელიც გასცემს დეტალურ სალარო ქვითარს, შეძენილი პროდუქტების შემთხვევაში.
1.4.აქციის ჩატარების საერთო ვადა – 2025 წლის 18 ივნისიდან 2025 წლის 18 ივლისის ჩათვლით (შემდგომში ტექსტის მიხედვით – „აქციის ჩატარების პერიოდი“).
«Pringles»-ს, აქციაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ქ.თბილისის დროით, 2026 წლის 18 ივნისის 00 სთ. 00 წთ.-დან, 2026 წლის 18 ივლისის 23 სთ. და 59 წთ.-მდე ქ.თბილისის დროით (ორივე თარიღის ჩათვლით) (შემდგომში ტექსტის მიხედვით – „აქციაში მონაწილეობის მიღების პერიოდი“).
1.5.აქციის ოფიციალური წესები (შემდგომში – წესები) გამოქვეყნებულია ვებ-საიტზე www.pringlespromo.ge (შემდგომში – „აქციის გვერდი“).
2. სააქციო პროდუქტის დასახელება, რომლის რეალიზაციის სტიმულირებისათვის ხორციელდება აქცია
2.1.აქცია ეხება სავაჭრო ნიშნის «Pringles®» კერძოდ კი:
| პრინგლსი ბეკონი 165გ | PRINGLES BACON 165G |
| პრინგლსი წიწაკით 165გ | PRINGLES PAPRIKA 1165G |
| პრინგლსი მარილი&ძმარი 165გ | Pringles salt&vinegar 165gr |
| პრინგლსი არაჟნით და ხახვით 165გ | Pringles Sour Cream&Onion 165G |
| პრინგლსი ორიგინალი 165გ | PRINGLES Original 165G |
| პრინგლსი ყველი 165გ | Pringles Cheese 165G |
| პრინგლსი ცხარე 165გ | PRINGLES HOT & SPICY 165G |
| პრინგლსი ბარბექიუ 165გ | Pringles BBQ 165gr |
| პრინგლსი ყველი და ხახვი 165გ | Pringles Cheese&Onion 165g |
3. პირობები, რომელთა დაცვის შემთხვევაში ფიზიკურ პირს შესაძლებლობა ექნება გახდეს აქციის მონაწილე
3.1.მონაწილე – პირი, რომელიც შეესაბამება წესების მოთხოვნებს და რომელმაც პერიოდში 2026 წლის 18 ივნისის 00 სთ. 00 წთ.-დან, 2026 წლის 18 ივლისის 23 სთ. და 59 წთ.-მდე ქ.თბილისის დროით (თბილისის დროით), აქციის განმავლობაში შეიძინა სააქციო პროდუქტი და შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც საჭიროა აქციაში მონაწილეობის მისაღებად.
3.2.აქციაში მონაწილეობის დაიშვებიან საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქეები და საქართველოს ბინადრობის მოწმობის მქონე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც აქციის ჩატარების პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, რომლებსაც აქციის ჩატარების მომენტისათვის შეუსრულდათ 18 წელი, არასრულწლოვან პირებს (15-დან 18 წლამდე) (შემდგომში – აქციის მონაწილე).
3.3.აქციაში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან: აქციის დამკვეთთან ან აქციის ორგანიზატორთან დასაქმებული პირები, მათი ოჯახის წევრები, პირები, რომლებიც წარმოადგენენ აქციის დამკვეთის/ორგანიზატორის ინტერესებს, პირები, რომლებიც დადგენილი წესით აღიარებულნი არიან აქციის დამკვეთის/ორგანიზატორის აფილირებულ პირებად, იმ მესამე პირთა მუშაკები და წარმომადგენლები, რომლებსაც აქციის ორგანიზატორთან აქვთ დადგენილი სამოქალაქო-სამართლებრივი ან სხვა ურთიერთობები და დაკავშირებულნი არიან ორგანიზაციასთან და/ან აქციის ჩატარებასთან, ასევე მათი ოჯახის წევრები.
3.4.აქციაში მონაწილეობით აქციის მონაწილე ადასტურებს წინამდებარე წესების გაცნობას და აცხადებს სრულ თანხმობას ამ წესების შესრულებასთან დაკავშირებით და საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას მათი ყველა პირობისა და მოთხოვნის დაცვაზე.
4. იმისთვის, რომ გახდეთ აქციის მონაწილე და გქონდეთ შესაძლებლობა გარანტირებულად მიიღოთ საჩუქარი, უნდა შეასრულოთ შემდეგი:
4.1. 2026 წლის 18 ივნისის 00 სთ. 00 წთ.-დან, 2026 წლის 18 ივლისის 23 სთ. და 59 წთ.-მდე (თბილისის დროით) შეიძინოთ მინიმუმ 3 ცალი 165 გრამიანი პრინგლსი, 2.1 პუნქტში ჩამოთვლილი სააქციო პროდუქტებიდან. შეინახოთ სააქციო პროდუქტის შეძენის დამადასტურებელი სალარო ქვითარი.
- პროდუქტის შეძენის დასტურად, საჭიროა სააქციო პროდუქტის შეძენის დამადასტურებელი სალარო ქვითარი ატვირთოთ ვებ-საიტზე www.pringlespromo.ge; იმისთვის რომ შეძლოთ ატვირთვა საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია საკონტაქტო მონაცემების მითითებით.
- ქვითრის ატვირთვის შემდეგ მომხმარებელი ხდება აქციის მონაწილე და ავტომატურად მონაწილეობას იღებს პრიზების გათამაშებაში;
- უნიკალური ქვითრის გამოგზავნის დღიური ლიმიტი- ულიმიტო.
- შემდგომში წარსადგენად აუცილებლად უნდა შეინახოთ შესაბამისი პროდუქტის ყველა ის სალარო ქვითარი, რომელიც გამოგზავნილია ვებ-საიტზე www.pringlespromo.ge
5. სასაჩუქრე ფონდის შემადგენლობა და ოდენობა
აქციის სასაჩუქრე ფონდი ფორმდება აქციის დამკვეთის ფულადი სახსრებითა და ქონებით და შედგება შემდეგი საჩუქრებისაგან:
5.1 ყოველკვირეული პრიზები:
- ყურსასმენი Xiaomi Redmi Buds 6 pro - 3 ცალი აქციის პერიოდის განმავლობაში;
- დინამიკი JBL Clip 5 - 3 ცალი აქციის პერიოდის განმავლობაში;
- ტექნიკის 100 ლარიანი ვაუჩერი - 6 ცალი აქციის პერიოდის განმავლობაში;
- საათი Xiamo Redmi Watch 5 Lite - 3 ცალი აქციის პერიოდის განმავლობაში;
- ბრენდირებული მაისური - 30 ცალი აქციის პერიოდის განმავლობაში;
საბოლოო პრიზები:
- აიფონ 18 – 1 ცალი
- ფლეისთეიშენი- 2 ცალი
6. სასაჩუქრე ფონდის განაწილების წესი, მათ შორის აქციის დასაჩუქრებული პირების განსაზღვრის წესები და ინფორმირების მეთოდი
6.1.აქციის პერიოდის განმავლობაში გასანაწილებელი საჩუქრების მფლობელები გამოვლინდებიან შემდეგნაირად, ყოველკვირეულად ყველაზე მეტი ქვითრის მფლობელი 15 მომხმარებელი დასაჩუქრდება:
| I ადგილი | ყურსასმენი - Xiaomi Redmi Buds 6 pro |
| II ადგილი | საათი - Xiamo Redmi Watch 5 Lite |
| III ადგილი | დინამიკი - JBL Clip 5 |
| IV ადგილი | ტექნიკის 100 ლარიანი ვაუჩერი |
| V ადგილი | ტექნიკის 100 ლარიანი ვაუჩერი |
| მომდევნო 10 მონაწილე | ბრენდირებული მაისური |
გათამაშების ბოლოს ყველაზე მეტი ქვითრის მფლობელი 3 მომხმარებელი დასაჩუქრდება:
| I ადგილი | Iphone 18 |
| II ადგილი | Playstation 5 Pro 1 TB |
| III ადგილი | Playstation 5 Pro 1 TB |
6.2. პრიზების მფლობელების გამოვლენის შემდეგ, 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში აქციის ორგანიზატორის მიერ ხორციელდება აქციის გამარჯვებულების შეტყობინება სატელეფონო ზარის მეშვეობით ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორის სააბონენტო ნომერზე, რომელიც იყო საიტის სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული აღნიშნული გამარჯვებულის გამოვლენის მომენტიდან, იმ შემთხვევაში თუ 48 (ორმოცდარვა) საათის განმავლობაში, აქციის ორგანიზატორი ვერ უკავშირდება გამარჯვებულს, უკანასკნელს ერთმევა უფლება შესაბამის საჩუქარზე, და აქციის ორგანიზატორი უკავშირდება სარეზერვო გამარჯვებულს, იმისთვის, რომ გადასცეს პრიზი. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორი აღნიშნული ვადის განმავლობაში ვერ უკავშირდება სარეზერვო გამარჯვებულს, ასეთ გამარჯვებულს ერთმევა უფლება შესაბამისი საჩუქრის მიღებაზე და აქციის დამკვეთს აქვს უფლება გამოიყენოს შესაბამისი საჩუქარი თავისი შეხედულებისამებრ.
6.3. აქციის მთელი პერიოდის განმავლობაში აქციის ერთ მონაწილეს შეუძლია მოიგოს არა უმეტეს 2 (ორი) საჩუქრისა.
6.4. აქციის გამარჯვებულების სრული სია (ნაწილობრივ დაფარული სატელეფონო ნომრები) გამოვლენისთანავე განთავსდება ვებ-საიტზე www.pringlespromo.ge;
7. საჩუქრის გადაცემის წესი და ვადა
7.1. დასაჩუქრებულების გამოვლენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში საკონტაქტო ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, კერძოდ კი, დასაჩუქრებულის პერსონალური მონაცემების, სახელი და გვარი, ასაკი, საკონტაქტო ინფორმაცია და ასევე აქციასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, დაუკავშირდებიან აქციის ორგანიზატორის ოპერატორები.
7.2. ფიზიკურად საჩუქრები გაიცემა აქციის ორგანიზატორის მიერ ორგანიზატორის ოფისში, ქ.თბილისი, სამგორის რ-ნი, თ.ჩანტლაძის ქ. 1 შეს.,#10. საჩუქრის მიღებისას აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა (საგადასახადო აღრიცხვის მიზნით) წინააღმდეგ შემთხვევაში, საჩუქრის გაცემაზე ნათქვამი იქნება უარი. საჩუქრის მიღებას გამარჯვებული ადასტურებს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერით.
7.3. იმ შემთხვევაში თუ აქციის ორგანიზატორი გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში საკონტაქტო ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ვერ უკავშირდება დასაჩუქრებულს, ასეთ პირს ერთმევა უფლება შესაბამისი საჩუქრის მიღებაზე და აქციის დამკვეთს აქვს უფლება გამოიყენოს შესაბამისი საჩუქარი თავისი შეხედულებისამებრ.
7.4. წესებით გათვალისწინებული აქციის პირობების შეუსრულებლობისას ან საჩუქრების მიღების ვადების დარღვევისას, შესაძლოა პირს უარი ეთქვას შესაბამისი საჩუქრის გაცემაზე.
7.5. არასრულწლოვანი აქციის გამარჯვებულთა სახელით საჩუქრის მიღებისათვის საჭირო მოქმედებებს ასრულებენ მათი კანონიერი წარმომადგენლები, ვისი უფლებამოსილებანი სათანადო წესით უნდა იყოს დადასტურებული აქციის ორგანიზატორის წინაშე.
7.6. საჩუქრები არ ექვემდებარება გადაცემას აქციის მონაწილეებისათვის სხვა წესით, ვიდრე ეს გათვალისწინებულია წინამდებარე წესებით, მათ შორის არ ექვემდებარება გადაცემას ფულად ექვივალენტში. აქციის მონაწილის მხრიდან საჩუქრის მიღებაზე უარის თქმის, აქციის მონაწილის მიერ წინამდებარე წესების მოთხოვნების შეუსრულებლობის ან დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით საჩუქრის მიუღებლობის შემთხვევაში, აქციის მონაწილე კარგავს უფლებას საჩუქრის მიღებაზე და აქციის გამარჯვებულის კუთვნილი საჩუქარი რჩება აქციის დამკვეთთან. აქციის გამარჯვებულებს არ აქვთ უფლება განმეორებით მოითხოვონ საჩუქარი, ფულადი კომპენსაცია მათთვის არ გადაიხდება.
8. აქციის ზოგადი პირობები
8.1. წინამდებარე წესების გაცნობა შესაძლებელია ვებ-საიტზე www.pringlespromo.ge.
8.2. აქციის ერთ მონაწილეს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა აქციაში მხოლოდ მობილური ტელეფონის ერთი ნომრის გამოყენებით.
8.3. აქციაში მონაწილეობის ფაქტი ნიშნავს, რომ აქციის მონაწილეები ეთანხმებიან იმას, რომ აქციის ორგანიზატორს აქვს უფლება გამოიყენოს მათი სახელი, გვარი, ვიდეო- აუდიო და სხვა მასალები მათ შესახებ ნებისმიერ სარეკლამო და (ან) საინფორმაციო მასალებში, რომლებიც დაკავშირებული იქნება აქციის ჩატარებასთან, აქციის მონაწილეებისათვის რაიმე ანაზღაურების გადახდის გარეშე. ყველა უფლება ასეთ სარეკლამო მასალებზე ეკუთვნის აქციის ორგანიზატორს.
8.4. აქციაში მონაწილეობით აქციის მონაწილე ადასტურებს წინამდებარე წესების გაცნობას და აცხადებს სრულ თანხმობას ამ წესების შესრულებასთან დაკავშირებით და საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას მათი ყველა პირობისა და მოთხოვნის დაცვაზე.
აქციის მონაწილე ასევე ადასტურებს თანხმობას მასზედ, რომ აქციაში მონაწილეობისათვის მის მიერ აქციის დამკვეთისთვის გაზიარებული პერსონალური მონაცემები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აქციის დამკვეთის და/ან დამკვეთის ან მათთან აფილირებული/დაკავშირებული პირების მიერ საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგების, საბუღალტრო ანგარიშგების, ასევე მარკეტინგული აქტივობების ფარგლებში. აქციის დამკვეთს უფლება აქვს განახორციელოს საჩუქრის გადაცემის პროცესის ფოტო გადაღება და მის ონლაინ/სოციალურ ფლატფორმებზე დასაჩუქრებული პირის ფოტოს გამოქვეყნება.
აქციის მონაწილე ადასტურებს, რომ არის ქმედუნარიანი მოწოდებული აქვს საკუთარი და უტყუარი მონაცემები და თანხმობას აცხადებს აქციის ორგანიზატორისგან/დამკვეთისგან ინფორმაციის მიღებაზე სარეკლამო აქციების, საჩუქრების, პროდუქციის ნიმუშების და სხვა წინადადების შესახებ.
პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა აქციის მონაწილის თანხმობა აქციის ორგანიზატორს/დამკვეთსა და სხვა უფლებამოსილ პირებს, უფლებას აძლევს განახორციელონ აქციის მონაწილის მიერ ანკეტაში მითითებული მონაცემების შეგროვება, შენახვა, დამაშუვება და გამოყენება, აქციის ორგანიზატორის, დამკვეთის და/ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ აქციის მონაწილეებთან კონტაქტების განხორციელბისთვის; საჩუქრების გადაცემისათვის, აქციის ორგანიზატორის სარეკლამო აქციებთან დაკავშირებით, მათ შორის ელექტროკავშირის ქსელების მეშვეობით, SMS-შეტყობინებების და ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინებების გაგზავნის ჩათვლით. აქციის ორგანიზატორებმა/დამკვეთმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო ზომა ამ მონაცემების არასანქცირებული გავრცელებისგან დაცვისათვის. თანხმობა ძალაშია აქციის მონაწილის მიერ სარეგისტრაციო მონაცემების გადაცემის მომენტიდან, აქციის მონაწილის მიერ მათი გამოხმობის მომენტამდე. პერსონალურ მონაცემეთა დამუშავება მოხდება არსებული კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში 3 წლის ვადით, ამ ვადაში პირს/მონაწილეს უფლება აქვს მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების კორექტირება, შეცვლა ან წაშლა.
8.5.აქციის მონაწილეს აქვს უფლება გამოიხმოს თანხმობა, ხელმოწერილი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით აქციის ორგანიზატორის მისამართზე: მის: საქართველო, ქ. თბილისი, სამგორის რაიონი თენგიზ ჩანტლაძის ქ. I შესახვევი # 10. შეტყობინებაში თავისი გვარის, სახელის, დაბადების თარიღისა და მისამართის მითითებით, რომლებიც აქციის მონაწილის მიერ აღნიშნული იყო სარეგისტრაციო მონაცემებში, აქციაში მონაწილეობის მიღებისათვის.
8.6. თანხმობის გამოხმობის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში, აქციის ორგანიზატორი და მისი უფლებამოსილი პირები წყვეტენ აქციის ამ მონაწილის პერსონალური მონაცემების დამუშავებას და ანადგურებენ მის პერსონალურ მონაცემებს ხუთი სამუშაო დღის ვადაში, გამოხმობის შემოსვლის მომენტიდან.
8.7.აქციის ორგანიზატორი არ აგებს პასუხს აქციის ჩატარებასთან დაკავშირებული მოქმედების შეუსრულებლობაზე, თუ ეს შეუსრულებლობა გამოწველი იყო აქციის მონაწილის პერსონალური მონაცემების განადგურების გამო აქციის მონაწილის მიერ მათი გამოხმობის შედეგად.
8.8.აქციის ჩატარების დროს აქციის მონაწილეების მიერ მიღებულ საჩუქრებზე დადგენილი სახელმწიფო გადასახადების გადახდა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამკვეთის მიერ.
8.9 პრეტენზია/შეკითხვები განიხილება მარკეტინგული აქციის მიმდინარეობისას და მისი დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, თ.ჩანტლაძის ქ. I შეს., #10.
პრეტენზიის განხილვის წესი: პრეტენზია წარმოდგენილ უნდა იქნას წერილობითი ფორმით კომპანიის შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, თ.ჩანტლაძის ქ. I შეს., #10,. პრეტენზიის წერილში, პრეტენზიის არსთან ერთად, წარმომდგენმა უნდა მიუთითოს მისი საცხოვრებელი მისამართი, სადაც სურს რომ მიიღოს კომპანიის პასუხი (გადაწყვეტილება) მის მიერ წარდგენილ პრეტენზიასთან დაკავშირებით. პრეტენზიების განხილვა მოხდება კომპანიის ადმინისტრაციის (იურიდიული, ფინანსური და აღმასრულებელი მენეჯმენტის დანაყოფების) მიერ, პრეტენზიის წარდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. პრეტენზიის წარმომდგენს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება, პრეტენზიის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, პრეტენზიის წარმდგენის საცხოვრებელ მისამართზე საპასუხო წერილის გაგზავნის გზით.
8.10 აქციის დამკვეთს და ორგანიზატორს უფლება აქვთ შეცვალონ ან დაამატონ აღნიშნულ წესებში ინფორმაცია,მონაწილეთა წინაწარ შეთანხმების და შეტყობინების გარეშე. განახლებული ინფორმაცია აიტვირთება საიტზე: www.pringlespromo.ge
8.11 აქციის დამკვეთი და ორგანიზატორი პასუხს არ აგებს აქციის გადადებაზე და ფორსმაჟორული გარემოებებით გამოწვეულ სხვა ცვლილებებზე ან / და მის კომპეტენციას მიღმა.